logo_geo
eng_logo
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
- +

15 ნოემბერი. 2018. 23:42

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner