logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: 2015-2017 წლებში 30 ახალი საბავშვო ბაღი შენდება!
- +

17 მაისი. 2016. 14:25



თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში ანგარიშით წარსდგა. ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების თემაზე და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ხელოვნურად არის გამწვავებული.


ნარმანიას თქმით, 2015-2017 წლებში დედაქალაქს საერთო ჯამში 30 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება.


აქვე თბილისის მერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გახდა საბავშვო ბაღებში სწვალა უფასო, რამაც ყველა ოჯახს საშუალება მისცა, ბავშვები საბავშვო ბაღში მიიყვანონ.


„საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ცდილობენ, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე. ცდილობენ, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვიონ. ეს არის მათი სტილი და აქ გამორჩეული და განსაკუთრებული არაფერია.

 

თუმცა, მე დღეს მოვედი კონკრეტული ინფორმაციებით, კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული არგუმენტებით, რათა კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმაზე, თუ რა კეთდებოდა ქალაქში ჩვენი ოპონენტების მმართველობის პერიოდში, რა გავაკეთეთ ჩვენ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რა გეგმები გვაქვს მომავალში იმ უმთავრეს პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც ჩვენ გაგვაჩნია.

 

უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული საკითხით. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ 9-წლიანი მმართველობის პერიოდი, როცა დედაქალაქში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი დაიხურა. ყველას კარგად გახსოვთ ის, რომ მთელ რიგ საბავშვო ბაღების შენობებში „ნაციონალური მოძრაობის" შტაბები იქნა გახსნილი და ამით პრაქტიკულად ჩვენს მომავალს წინ გადაეღობა მაშინდელი პოლიტიკური გუნდი.  ამისგან განსხვავებით, ჩვენ, როგორც კი მოვედით ქალაქის მმართველობაში, დავიწყეთ ქალაქის მომავალზე ზრუნვა. პირველივე წელს დავაპროექტეთ და დავიწყეთ 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, უკვე არსებული ფართების შეკეთებით, დამატებითი სივრცეების ათვისებით ჩვენ საშუალება მივეცით 3 000-ზე მეტ ბავშვს, რომ მათთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საბავშვო ბაღის სივრცე. დავასაქმეთ დამატებით 800-მდე ადამიანი საბავშვო ბაღებში. ამით შევქმენით დაახლოებით 10 საბავშვო ბაღის ტოლფასი ადგილები ჩვენი მომავლისთვის. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა საბავშვო ბაღებში სწავლა უფასო, რამაც ყველა ოჯახს მისცა საშუალება, მიიყვანოს ბავშვები საბავშვო ბაღში.

 

თუმცა, რეალობა ძალიან მწარეა. ჩვენდა სამწუხაროდ, ის 50 ბაღი, რომელიც დაიხურა თავის დროზე და რომლის გახსნაზე და ახალი ბაღების მშენებლობაზე ჩვენა აქტირუად ვმუშაობთ, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ. ამიტომ, ჩვენ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის ტემპები მნიშვნელოვნად გავზარდეთ. წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი მომზადდა, გამოიყო ტერიტორიები და იწყება მშენებლობა.

 

ჯამში, 2015-2017 წლებში 30 ახალი საბავშვო ბაღი შენდება! ყველა მათგანისთვის ტერიტორიები შერჩეულია. ზოგან მშენებლობა მიმდინარეობს. რამდენიმე მათგანი დასრულდა კიდეც და ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს კონტინგენტს", - განაცხადა ნარმანიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner