logo_geo
eng_logo
sos! - მამუკა ყურაშვილის სკანდალური ინტერვიუ 2013 წლის არქივიდან!
- +

16 ნოემბერი. 2018. 03:03

 


ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­პე­ტი­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყ­ო. გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა რო­გორც ომ­ში მარ­ცხის მი­ზე­ზე­ბი, ისე სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­ტა­ლე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მოწ­მე სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბის ყო­ფი­ლი სარ­და­ლი, გე­ნე­რა­ლი მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

 


- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყვე­ლა სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი სვამს კითხ­ვას - რა­ტომ არ ან ვერ ჩა­ი­კე­ტა რო­კის გვი­რა­ბი, სა­ი­და­ნაც რუ­სუ­ლი სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და რა­ტომ შე­ა­ლია ქარ­თულ­მა მხა­რემ მთე­ლი რე­სურ­სე­ბი ცხინ­ვა­ლის აღე­ბას?

 

 

- უფალ­მა ინე­ბა ასე, რომ ჩვენ­სა და რუ­სებს შო­რის საზღ­ვა­რი კავ­კა­სი­ონ­ზე გა­დის. რუ­სი რომ აქეთ შე­მო­ვი­და, ფაქ­ტია და ქარ­თუ­ლი ჯა­რი რომ ბეს­ლან­სა და ნალ­ჩიკ­ში არ გა­და­სუ­ლა - ესეც. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში დე­სან­ტი­რე­ბა ვერ­ტმფრე­ნე­ბით ხდე­ბა. დი­დი მით­ქმა-­მოთ­ქმაა რო­კის გვი­რა­ბის აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მის­თვის, სულ მცი­რე, ერ­თკვი­რი­ა­ნი სა­მუ­შაო მა­ინც არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, სა­ჭი­როა ინ­ჟინ­რე­ბი­სა და ამ­ფეთ­ქებ­ლე­ბის დი­დი ჯგუ­ფის შეყ­ვა­ნა. ასე ად­ვი­ლად ვერ ჩახ­ვალ და გვი­რაბს ვერ აა­ფეთ­ქებ, ვი­ნა­ი­დან დაც­ვა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია და ყვე­ლა სი­მაღ­ლე მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი­ა. რუ­სუ­ლი მხა­რის­თვის კი სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მთავ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ცხინ­ვალ­ში.

 

 

- გვახ­სოვს, შსს-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სის, შო­თა უტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა - რო­კის გვი­რაბ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ცი­ა­ო.

 

 

- ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი არ ყო­ფი­ლან არც რო­კის გვი­რაბ­თან და არც ჯა­ვა­ში, სა­ი­და­ნაც რუ­სუ­ლი კო­ლო­ნა უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. მაქ­სი­მა­ლურ სიღ­რმე­ში შე­ვი­და მხო­ლოდ გო­რის სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და და რო­მე­ლიც ომის შემ­დეგ მუხ­რო­ვა­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნად გა­და­კეთ­და.

 

 

- არის ვერ­სი­აც, რომ სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა...

 

 

- თუ დის­ბა­ლან­სი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ამა თუ იმ მე­თა­უ­რის ან იმა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან, რო­მე­ლიც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტო­რად იქ­ცა, ამას ძი­ე­ბა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს. შეც­დო­მა იყო, რომ არ მო­იწ­ვი­ეს პარ­ლა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო სხდო­მა, არ გა­მოცხ­ად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს არის სა­ერ­თო პრო­ცე­სის ჯაჭ­ვი, რო­მელ­საც ვერც ერთ დე­ტალს ვერ მოწყ­ვეტ. შე­დე­გი ალ­ბათ, ასე­თი­ვე იქ­ნე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, იყო შან­სი, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მხრი­დან ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

 

 

- თქვე­ნი აზ­რით, რა იყო ის მთა­ვა­რი შეც­დო­მა, რაც ქარ­თულ­მა მხა­რემ და­უშ­ვა სამ­ხედ­რო კუთხ­ით?

 

 

- ომ­ში და­მარ­ცხე­ბის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი დღე­საც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია და ამის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან, გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბით, თავს შე­ვი­კა­ვებ. დღე­საც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო და უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქვე­ყა­ნა. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვა­პი­რებ და მის დას­კვნა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა მარ­ცხის მი­ზე­ზე­ბი, რაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან შემ­დგომ­ში ალ­ბათ, აღ­მო­იფ­ხვრე­ბა.

 

 

- ამ­ბო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი არ ჰქონ­და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ო...

 

 

- რო­გორ გგო­ნი­ათ, მე არ მექ­ნე­ბო­და ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი? იყო რა­ღაც ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი, ჟან­გი­ან ტან­კებ­ზე ლა­პა­რა­კი... ისიც გა­მოვ­ლინ­დე­ბა, თუ ვინ ხე­დავ­და იქი­თა მხა­რეს ჟან­გი­ან ტან­კებს და რა ასულ­დგმუ­ლებ­და მათ ამ გან­წყო­ბას.

 

 

- ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პრო­ვო­კა­ცი­ას წა­მო­ე­გო. რო­გორ ფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბო­და ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

 

 

- სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი 1-ლი აგ­ვის­ტო­დან და­იწყ­ო. რა თქმა უნ­და, ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, ვიდ­რე და­იწყ­ე­ბო­და ოპე­რა­ცია "კავ­კა­სი­ა-2008". რუ­სებს საზღ­ვარ­თან თა­და­რი­გი ჰქონ­დათ და­ჭე­რი­ლი, მო­წი­ნა­ვე რაზ­მე­ბიც ჰყავ­დათ გა­მოყ­ვა­ნი­ლი, და უფ­რო წინ­და­ხე­დუ­ლი ქმე­დე­ბით, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ხარ­ჯზე შე­იძ­ლე­ბო­და ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერს სამ­ხედ­რო­ებს ნუ გა­და­ვაბ­რა­ლებთ, იმი­ტომ, რომ შე­რე­უ­ლი სა­კონ­ტრო­ლო კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო კომ­პო­ნენ­ტზე უშუ­ა­ლოდ იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, სა­ერ­თოდ არ ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლა იქ და მეტ­წი­ლად ამან გა­ამ­წვა­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა.

 

 

- თქვენს ცნო­ბი­ლ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­დგე­ნა და­იწყ­ო, პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა და გი­საყ­ვე­დუ­რეს კი­დეც. თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი კი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ იმ­პულ­სუ­რო­ბით ახ­სე­ნით.

 

 

- ჩე­მი ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბის წინ­მსწრე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­ფინ­გი. მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, სხვა­თა შო­რის, ნა­წი­ლობ­რივ ჩემ­მა ამ გან­ცხა­დე­ბამ შექ­მნა წი­ნა­პი­რო­ბა, რომ ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­უ­ლად და­იძ­რა და გა­მო­ვი­და ხე­ო­ბი­დან (თა­მა­რა­შე­ნის, ქურ­თას, აჩა­ბე­თი­სა და კეხ­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა). ჩე­მი გან­ცხა­დე­ბა არ ჯობ­და ბაქ­რა­ძის მო­წო­დე­ბას - და­ნა-­ჩან­გლით შე­ი­ა­რა­ღე­ბის­კენ რომ მო­უ­წო­და ხალ­ხს? რო­ცა რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რი გა­მოჩ­ნდა, ამ სიტყ­ვე­ბის თქმა უკ­ვე შე­იძ­ლე­ბო­და.

 

 

ერთ რა­­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღ­ე­ბას - სე­პა­რა­ტის­ტე­ბი­სა და რუ­სე­ბის მი­ერ შექ­მნი­ლი მი­თი 2.000 კა­ცის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ხომ გა­ფან­ტა წლებ­მა? სა­ქარ­თვე­ლო­ზე აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი ხომ ის იყო, რომ თით­ქოს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს 2.000 კა­ცი და­ი­ღუ­პა? მე­ო­რე მი­ზე­ზი ის იყო - სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი დაგ­ვი­ხო­ცე­სო. სად არი­ან ეს და­ხო­ცი­ლი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი? არ ვი­ცი, და­ი­ჯე­რეს თუ არა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის გა­დმო­ებ­რა­ლე­ბი­ნა - აი, კონ­ტუ­ზი­რე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლი კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და და ამას მოჰ­ყვა 2.000 კა­ცის და­ღუპ­ვა­ო. რო­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ არ არის და­ღუ­პუ­ლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და ქარ­თუ­ლი მხა­რე პირ­ნა­თე­ლია ოს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რუს სამ­შვი­დო­ბო­ებ­თან და და­ნარ­ჩენ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან, მე­რე თქვეს - ყუ­რაშ­ვილს სწო­რი გან­ცხა­დე­ბა გა­უ­კე­თე­ბი­ა­ო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და, ჩემ­ზე გა­და­ე­ტე­ხა ჯო­ხი. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მა­შინ­დელ­მა მდი­ვან­მა კა­ხა ლო­მა­ი­ამ პა­ა­ტა და­ვი­თა­ი­ას კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე კი გა­ნაცხ­ა­და ჩემ­თვის პი­რად საქ­მე­ში საყ­ვე­დუ­რის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ არ შე­უ­ტა­ნი­ათ. კითხ­ვა­ზე, ჰქონ­და თუ არა სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბის უფ­როსს ასე­თი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, გეტყ­ვით, რომ 7 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, მე უკ­ვე აღარ ვი­ყა­ვი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იმ­ჟა­მინ­დელ კად­რებს თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, მარ­ჯვე­ნა სამ­ხრე­ზე სამ­შვი­დო­ბოს აღ­მნიშ­ვნე­ლი ნი­შა­ნი აღარ მაბ­ნე­ვი­ა. 8 აგ­ვის­ტოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, აღარ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი, მეც მომ­ხსნეს და 10 მეტ­რი ვე­ღარ გა­და­ი­წი­ეს წინ. ამ ყვე­ლა­ფერს უკ­ვე ძი­ე­ბა გა­მო­ავ­ლენს.

 

 

- კი­დევ ერ­თი კითხ­ვა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მის - ცხინ­ვა­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია 2 აგ­ვის­ტოს გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც უკ­ვე სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი იყო. რა­ტომ არ გა­მო­იყ­ვა­ნა ქარ­თულ­მა მხა­რემ ომის დაწყ­ე­ბამ­დე ხე­ო­ბი­დან თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბა?

 

 

- არ ვი­ცი, ვის რა გათ­ვლა ჰქონ­და, მაგ­რამ წე­სით და რი­გით, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ასეთ დროს პარ­ლა­მენ­ტში იწ­ვე­ვენ სა­გან­გე­ბო სხდო­მას, ცხად­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მე­სა­მე ფრონ­ტსაც თუ გა­გიხ­სნის, გათ­ვლი­ლი უნ­და გქონ­დეს, რო­გორ უნ­და იმოქ­მე­დო. სა­ჭი­რო იყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დიდ სახ­სრებ­თან.

 

 

ვინ ზო­გავ­და სახ­სრებს, ვინ ვერ აღიქ­ვა, ვერ შე­ა­ფა­სა რე­ა­ლო­ბა და ვერ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ამას დრო და გა­მო­ძი­ე­ბა გვიჩ­ვე­ნებ­ს. ქარ­თულ მხა­რეს რაც და­ე­მარ­თა, ეს უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ოს სე­პა­რა­ტის­ტებს და რუ­სი უნ­და მო­სუ­ლი­ყო მო­სა­მარ­თლედ, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნებ­და, აი, მხა­რე­ებს ვაშ­ვე­ლებ და უჩე­მოდ არა­ფე­რი გვარ­დე­ბა­ო. მე­ზო­ბე­ლი მხა­რე ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა შემ­რი­გე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხრი­დან და­ღუ­პუ­ლია 162 კა­ცი, ჩვე­ნი მხრი­დან კი 177 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და 220-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რი. ფაქ­ტი­ა, რომ ხე­ო­ბი­დან 8.200 ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლეა გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ერ­თი გზა იყო ცხინ­ვალ­ზე, მე­ო­რე - ტყე­ზე, რო­მელ­ზეც ჩეჩ­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლო­ა, 8 აგ­ვის­ტო გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო და კო­კო­ი­თი გმი­რად მოგ­ვვლი­ნე­ბო­და. 2004 წელს ჩვენ ვი­ხი­ლეთ სუ­რა­თი, რო­გორ დაა­ჩო­ქეს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ის არის, სხვი­სი ხე­ლით რომ გვიყ­ვარს საქ­მის კე­თე­ბა, ამათ გმი­რე­ბი გვერ­დზე გას­წი­ეს, ფსევ­დოგ­მი­რე­ბი კი წინ წა­მოს­წი­ეს.

 

 

- ფსევ­დოგ­მი­რებ­ში ვის გუ­ლის­ხმობთ, გე­ნე­რალ გი­გი კა­ლან­და­ძეს, რო­მე­ლიც მა­შინ მე-4 ბრი­გა­დას მე­თა­უ­რობ­და?

 

 

- არა მარ­ტო კა­ლან­და­ძე, ბევ­რნი არი­ან ასე­თე­ბი. ჩემ­თვის, რო­გორც სამ­ხედ­როს­თვის, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სამ­ხედ­რო ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­ნი­მა­ლუ­რი მსხვერ­პლი. ვინც ამას უგუ­ლე­ბელ­ყოფს, მე მას სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რად არ მი­ვიჩ­ნევ. მსხვერ­პლი ყველ­გა­ნა­ა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი იყო მე-4 ბრი­გა­და­ში. მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გი ჰქონ­და ცენ­ტრა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ძი­ე­ბა იტყ­ვის, სი­ბე­ცით მო­უ­ვი­დათ თუ რა იყო ამის მი­ზე­ზი. ჩე­მი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან და­ბა­ლი სამ­ხედ­რო დო­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­დე­გი იყო. ოპე­რა­ცი­ას სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­უ­რი ხელ­წე­რა აკ­ლდა.

 

 


- ისე, იყო შან­სი, რომ სა­ბო­ლოოდ სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბის­თვის მიგ­ვეღ­წი­ა?

 

 

- ვფიქ­რობ, არ იყო ამის შან­სი. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ძალ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბა - რუ­სე­თის მე-4 სა­ჰა­ე­რო არ­მი­ა, 58-ე არ­მი­ა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, თუ რა ტექ­ნი­კას ფლო­ბენ და ჩვენ რა ძა­ლე­ბი გაგ­ვაჩ­ნდა. ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღარ არის და ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მარ­ტი­ვია ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

 

 


- სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერე­ოდ­ნენ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში და ბრძა­ნე­ბებს იძ­ლე­ოდ­ნენ? მა­გა­ლი­თად, ასე­თი კითხ­ვა ხში­რად ის­მის თბი­ლი­სის მერ გი­გი უგუ­ლა­ვა­სად­მი.

 

 

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ გი­გი უგუ­ლა­ვა ერე­ო­და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. თვი­თონ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­უშ­ვა თა­ვის უწყ­ე­ბას­თან ახ­ლოს ამა თუ იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა რა­ტომ­ღაც ისე აღიქ­ვეს, რომ სამ­ხედ­რო­ებ­ზე მაღ­ლა იდ­გნენ. უგუ­ლა­ვა მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს ქა­ლა­ქის მე­რი, ომი­ა­ნო­ბი­სას კი სა­ა­კაშ­ვი­ლის კონ­სერ­ვე­ბის გამ­ხსნე­ლი იყო.

 

 

- კა­ხა ლო­მა­ი­ა, გო­კა გა­ბაშ­ვი­ლი და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლიც, რომ­ლე­ბიც იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, იძ­ლე­ოდ­ნენ ბრძა­ნე­ბებს?

 

 

- გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. უგუ­ლა­ვა­ზეც იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ თვი­თონ არ მა­ლავ­და, დარ­ბო­და და ამას რა დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და, ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. მარ­ტო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩა­რე­ვა კი არა, მოს­მე­ნა და სარ­დლო­ბამ­დე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნაც ჩა­რე­ვა­ა, ისე­ვე რო­გორც ლო­ბი­რე­ბა ვინ­მე ფსევ­დოგ­მი­რი­სა, რო­მე­ლიც 7 ნო­ემ­ბერს თუ და­ნარ­ჩენ მი­ტინ­გებ­ზე ­მო­ხერ­ხე­ბუ­ლად იქ­ნევ­და ხელ­კეტს - იყო იქ ასე­თი კა­ტე­გო­რი­ა, სამ­ხედ­რო­ებს არ ვგუ­ლის­ხმობ. ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბის გვერ­დზე გა­წე­ვაც ჩა­რე­ვა­ა, მით უმე­ტეს, რო­ცა შენ არა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა არ გა­გაჩ­ნი­ა. მინ­და ვახ­სე­ნო სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი, პოლ­კოვ­ნი­კი გო­გი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თო იყო, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­და­ლი ბა­ლა­ხა­ძე, უფ­რო­სი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი პოლ­კოვ­ნი­კი ურუ­შა­ძე, ამ­ჟა­მად მე-3 ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი შავ­ლე­გო ტა­ბა­ტა­ზე და ბევ­რი სხვაც, რომ­ლე­ბიც მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იყ­ვნენ. მათ ნაკ­ლე­ბად იც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გმი­რე­ბი იყ­ვნენ.

 

 

- იმ­ჟა­მინ­დელ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე რას იტყ­ვით?

 

 

- კე­ზე­რაშ­ვი­ლი სამ­ჯერ მყავს ნა­ნა­ხი ზე­მო ნი­ქოზ­ში. რუ­სუ­ლად რომ ვთქვათ: "ზა ვსიო ბა­ლე­ეტ, პე­რე­ჟი­ვა­ეტ, ნი ზაჩ­ტო ნი ატ­ვე­ჩა­ეტ". სხვა­თა შო­რის, კე­ზე­რაშ­ვი­ლი რო­გორც მე­ნე­ჯე­რი, დიდ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ ნიჭს ავ­ლენ­და. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი კვე­ბა ჯარ­ში, ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­თა­ნა­დოდ ჩაც­მა-­და­ხურ­ვა, შე­ი­ა­რა­ღე­ბა... იყო რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბიც. ჩე­მი აზ­რით, რო­დე­საც პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს, გყავს გმი­რე­ბი, სი­ცოცხ­ლის ფა­სად უნ­და გა­და­ე­ფა­რო მათ. კე­ზე­რაშ­ვილს გე­ნერ­ლე­ბის­თვის უნ­და მო­ეს­მი­ნა და არა და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბი­სა და კლო­უ­ნე­ბის ნა­ბოდ­ვა­რის­თვის.

 

 


- ომის შემ­დეგ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ებს გე­ნერ­ლე­ბი ჯა­რის­კა­ცებ­ზე ად­რე ტო­ვებ­დნენ...

 

 

- პი­რა­დად მე არ­სად მირ­ბე­ნი­ა, გა­და­მა­ყე­ნეს და 13 აგ­ვის­ტოს გა­მო­ვე­დი გო­რი­დან. და­ნარ­ჩე­ნი, ვინ სად გარ­ბო­და, გა­მოჩ­ნდე­ბა. იმა­ზე მაქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ მე ვარ ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი, ვინც ფე­ხით და­დი­ო­და ცხინ­ვალ­ში, რო­ცა ამას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და.

 

 

- ბო­ლოს ვინ და­ტო­ვა გო­რი?

- ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გო­რი­დან მე გა­მო­ვე­დი და და­ვუბ­რუნ­დი სამ­შვი­დო­ბო შტაბს. იქ სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და ერ­თ-ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, კერ­ძოდ, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ვნა­ხე სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­როს ტა­ბუ­ცა­ძეს­თან ერ­თად. ჩვენ პო­ლი­ცი­ას­თან დავ­შორ­დით, ისი­ნი შე­უდ­გნენ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მე კი დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში, დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე. სხვა იქ არა­ვინ მი­ნა­ხავს.

 

 

- ახალ­გო­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და?

- რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბო­და. და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 სა­გუ­შა­გო იყო, თმა ჩა­მო­უ­ვარ­და იქ ვინ­მეს? ამა­ზე რა­ტომ არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს? ვის უნა­ხავს, მტე­რი ზურ­გში მო­ი­ტო­ვო და სა­გუ­შა­გო­ზე თმა არა­ვის ჩა­მო­უ­ვარ­დეს? არ არის ეს მსჯე­ლო­ბის თე­მა? სა­ერ­თოდ, ჩე­მი აზ­რით, დი­დი მსხვერ­პლი სჭირ­დე­ბო­დათ, რომ "ბომ­ჟე­ბი" მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. მეტს ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი და და­ნარ­ჩენს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

 

 

- ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­თაც და­ინ­ტე­რე­სდე­ბა და და­კითხ­ავს კი­დეც.

- ძი­ე­ბა ვის როლ­საც გა­მოკ­ვეთს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ცხა­დი­ა, უნ­და და­ი­კითხ­ონ, იქ­ნე­ბა ეს პრე­ზი­დენ­ტი თუ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. მზად ვარ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა კითხ­ვას გავ­ცე პა­სუ­ხი, ოღონდ სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნა არ და­ი­დე­ბა, არა­ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ ვა­პი­რებ. იმე­დი მაქვს, მა­ლე გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა, ვინ არის ქვეყ­ნის მტე­რი და ვინ - მოყ­ვა­რე, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნ­და და­ერ­ქვას. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ, რო­მე­ლი ჩი­ნო­სა­ნი ცხინ­ვალ­ში იყო, რო­მე­ლი ნი­ქოზ­ში, ვინ გო­რი­დან გას­ცემ­და ბრძა­ნე­ბას და ვინ - თბი­ლი­სი­დან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წინ უამ­რა­ვი სი­ახ­ლე ელო­დე­ბა.

 

 

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner