logo_geo
eng_logo
თურქეთის პოლიცია მოსახლეობას „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს
- +

17 მაისი. 2016. 14:27



თურქეთის პოლიცია მოსახლეობას „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ჯიჰადისტები ტერაქტების განხორციელებას 19 მაისს, ახალგაზრდობისა და სპორტის დღეს ეცდებიან.



პოლიცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. სავარაუდო სამიზნეებს შორის სამხედრო და სამართალდამცველი ობიექტები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებები სახელდება.



თურქული მედიის ინფორმაციით კი, თავდასხმა მოსალოდნელია ანკარაში ათათურქის მავზოლეუმზე. 19 მაისს ტრადიციულად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში ათასობით ადამიანი იყრის თავს.



თავდასხმების საფრთხის მიუხედავად, ეროვნულ დღესასწაულზე მავზოლეუმი ღია იქნება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner