ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „ახალ თაობასთან“ ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ლუსტრაციის კანონის მიღება აუცილებელია. აქ საუბარია ტოტალიტარულ და ავტორიტარული რეჟიმის სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების ჩამოცილებაზე ხელისუფლებისაგან. გრიგოლ ვაშაძე იყო საბჭოთა დიპლომატიის მაღალი ნომენკლატურის წარმომადგენელი.
მაღლი ალბათობით, ის სუკ-თან იყო დაკავშირებული. ესეც რეალურ ფაქტს წარმოადგენს. თვითონაც ამბობს, ვამაყობ, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავიო. ფაქტობრივად, ვაშაძემ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა. ამომრჩეველმა განსაზღვროს, საბჭოთა დიპლომატი ურჩევნია თუ საფრანგეთში მომუშავე მაღალი დონის დიპლომატი.
იმედია, საქართველოს პარლამენტი მიიღებს ლუსტრაციას კანონს და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ჩაითვლება ავტორიტარული რეჟიმის მატარებელ პოლიტიკურ სისტემად, მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახურებთან თამადობით, ისინი აბსოლუტურად ჩამოცილდებიან მაღლი თანამდებობებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურებში, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ადამიანებს ატერორებდნენ, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ და შემჩნეული არიან ადამიანების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაში. ეს არის ლუსტრაციის მთავარი არსი“,– განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.