თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს უსამძიმრებს.
„დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი - ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი.
ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას“, - დაწერა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.