პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „facebook"-გვერდზე წერს:
„ციკლიდან „საოცრებათა ქვეყანა" - რესპუბლიკური პარტია ხელისუფლების წინააღმდეგ გასამართ რადიკალურ საპროტესტო აქციებს უერთდება, ვითომ ჩვენ ვიყოთ მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები. თავად არიან უმაღლესი ხელისუფლება ანუ თავის თავს უმართავენ საპროტესტო აქციებს. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელიც „რესპების" ლიდერი ხიდაშელია. უკაცრავად და თქვენ .........(ალაოდ) ხომ არ .........(ხართ)?
წესიერი ადამიანი ჯერ გადადგებოდა და მერე დაიწყებდა საპროტესტო აქციებს, თუმცა „ინაურის ბიჭები" და წესიერება? მთელი ცხოვრება უწესობაში და „ჩაშვებაში" აქვთ გატარებული! ამათ მგონი ლევანა (პინგვინა) ბერძენიშვილის გარდა, ყველა დებილები ვგონივართ!!!" - წერს ბრეგაძე.