logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: როგორც კი მოვედი დედაქალაქის ხელისუფლებაში, პრემიები და დანამატები შევამცირეთ!
- +

17 მაისი. 2016. 14:39



„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა,  როგორც კი მოვედი დედაქალაქის ხელისუფლებაში, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პრემიები და დანამატები", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



მან მერიის ყოფილი ხელმძღვანელობის მმართველობის პერიოდში გაცემულ პრემიებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს პრემია-დანამატების ოდენობა განახევრებულია და შემცირება კიდევ იგეგმება.



„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გაკრკვეულ ნაწილი კოლოსალურ პრემიებს და დანამატებს იღებდა, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობით, სწორედ ამიტომაც მათი მმართველობის დროს 2012 წელს 10 მილიონი ლარი გაიცა, 2013 წელს 17 მილიონი ლარი, 2014 წელს 15 მილიონი ლარი დარიგდა. მაშინ როცა ჩვენ ეს თანხები 2015 წელს გავანახევრეთ, ხოლო 2016 წელს კიდევ უფრო მეტად შევამცირეთ.

 

 

მნიშვნელოვნად შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, ხარჯები მივლინებაზე. ამ თანხებმა საშუალება მოგვცა, ბევრი ისეთი პრიორიტეტული მიმართულება დაგვეფინანსებინა, რაც თავის დროზე არ ფინანსდებოდა. ისმის კითხვა, ადამიანები, რომლებიც კოლოსალურ პრემია-დანამატებს იღებდნენ, რას აკეთებდნენ?! კიდევ ერთი მნიშვნელვანი ციფრი, მათი მმართველობის ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ პიარზე 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა დედაქალაქის ბიუჯეტიდან. ეს იყო მასიური პროპაგანდის პერიოდი", - განაცხადა ნარმანიამ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner