logo_geo
eng_logo
ლაშა მიქავა: რუხის ინოვაციების ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ინოვაციების გაცნობა-ათვისების პროცესში
- +

16 ნოემბერი. 2018. 16:54

 

„სიმბოლურია, რომ რუხის ინოვაციების ცენტრი აფხაზეთის გამყოფ ხაზთან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების გაცნობა-ათვისების პროცესში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ სამეგრელოში, სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნისას.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რიგით მეშვიდე ინოვაციების ცენტრი სოფელ რუხში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ავთანდილ კასრაძესა და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გახსნა. როგორც გახსნაზე აღინიშნა,

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინოვაციების ცენტრი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, არამედ ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი კომპონენტია.

 

„ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც აქვთ სათანადო უნარ-ჩვევები და იდეები, მაგრამ მათი მონეტიზაციისა და კომერციალიზაციისთვის არ გააჩნიათ არც სივრცე, არც დამატებითი ცოდნა, არც ინსტრუმენტი, არც კომპიუტერი. ამ ყველაფრის კომბინაციას აკეთებს რუხის ინოვაციების ცენტრი და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქ დაიბადოს ძალიან ბევრი წარმატებული სტარტაპი, რომელიც, ემოციური კმაყოფილების გარდა, შემოსავალსაც მოუტანს ახალგაზრდებს, რომლებიც შექმნიან რაიმე ინოვაციურ პროდუქტს,“ - განაცხადა ლაშა მიქავამ.

 

მისი თქმით, ახალგაზრდების სწორი ჩართვა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში საქართველოსთვის სტრატეგიული ამოცანაა.

 

რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებების ტრენინგები, ხოლო რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით  ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.

 

რუხის ცენტრი მეხუთეა ინოვაციების ცენტრებიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნა. რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner