საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.
„თუ ვერ მიიღებთ შესაბამის პასუხს, მეორედ გაიმეორეთ კითხვა. არ შეიძლება პროვოკაცია. ეს არის საკრებულო. პატივი უნდა სცეთ მოქალაქეებს და აცალოთ ინფორმაციის მიღება. თქვენ დაარღვიეთ კანონი და სწორედ ამიტომ მოახდინა დაცვამ რეაგირება", - მიმართა გიორგი ალიბეგაშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე შეიჭრნენ.
ალიბეგაშვილის შეფასებით, არასამთავრობო სექტორის ერთი ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა „პროვოკაციას საკრებულოს სხდომაზე".
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ.