logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია
- +

16 ნოემბერი. 2018. 21:57

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალციხეში ადგილობრივ მცირე მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლეს.  გიორგი ქობულიამ მათი საწარმოები დაათვალიერა, კერძოდ: დარეჯან ინასარიძის მიერ გახსნილი კერძო საბავშვო ბაღი (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ), ნინო ვარდიძის ვეტ-კლინიკა (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ) და ამხანაგობა „ფანტაზიის“ საკონდიტრო საწარმო (თანადაფინანსების თანხა: 15000 ლ).

 

„მე მიხარია, რომ დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი დახმარებით წარმატებას მიაღწიეს, თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება, ეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ყველა ბენეფიციარი ახალციხეში თავის სეგმენტში წარმატებით საქმიანობს. მათ თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით შეძლეს თავიანთი ბიზნესებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა, ასევე შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები.

 

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოქმედი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. პროგრამა მუშაობს როგორც ახალი ბიზნესების ხელშეწყობის, ასევე უკვე არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების კუთხით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner