„დღეიდან, სალომე ზურაბიშვილის გვერდით ჩვენ ვიქნებით, ჩვენ ვიდგებით ყველა გამოსვლაში, ყველგან სადაც სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდება ვიდგებით ჩვენ, ის ადამიანები ვინც იცავენ თავისუფლებას“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ბათუმში მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე განაცხადა.
„თავისუფლება არის ყველაზე დიდი რაც ჩვენ ღმერთმა გვიბოძა. ჩვენი გზა არი იქით, საიდანც წმოვედით. ჩვენი გზა არის ევროპული ცივილიზაციის. ეს ცივილიზაცია აჭარიდან დაიწყო. აქედან შემოვიდა და მერე მთელ ევროპაში გავრცელდა. ამ გზაზე არჩევანი მარტივია, აქ იდგა საბჭოთა წარსული, სამარცხვინო, გრიგოლ ვაშაძე სახელოვნებო კოლექტივებს საბჭოთა კავშირის დროს დაჰყვებოდა დამსმენად. ამას ნებისმიერ სასამართლოში ვიტყვი. იწერდა ვინ რამდენი კოკა-კოლა დალია, ვინ რამდენი დახარჯა საქართველოში…
ვერ მოიყვანენ ჩეკისტს პრეზიდენტად საქართველოში! ბოკერიას მინდა მივმართო, ჩეკისტი მოგყავთ საქართველოში პრეზედენტად?! დამთავრდა ეს ამბავი, ჩვენ ვიდგებით სალომეს უკან!”- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.