logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ
- +

16 ნოემბერი. 2018. 23:45

 

გორში, ე.წ. ახალ ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და უცხო პირებს არ უშვებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიცია ბაღში 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ი.ნ.-მ მიუთითა.

 

ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც მივიდნენ, თუმცა, მათი თქმით, შსს-სგან არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

 

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner