ახალი ზელანდიის პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 190 კილოგრამი კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
$25 მილიონის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება ქალაქ ოკლენდში, ბანანებით დატვრთულ კონტეინერებში იპოვეს.
ახალი ზელანდიის პოლიციის განმარტებით, 41 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ ავსტრალიის საზღვართან ახლოს დააკავა.