logo_geo
eng_logo
Facebook-ი დამოუკიდებელ ზედამხედველ ორგანოს ქმნის
- +

17 ნოემბერი. 2018. 03:19

 

Facebook-ი დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს შექმნას გეგმავს, რომელიც გასაჩივრებულ მასალებს განიხილავს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

მარკ ცუკერბერგის განმარტებით, სპეციალური ჯგუფი 2019 წელს შეიქმნება, რაც თავისუფალ სიტყვას პრიორიტეტს მიანიჭებს და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას დააბალანსებს.

 

„მჯერა, რომ დამოუკიდებლობა რამდენიმე მიზეზის გამო აუცილებელია. პირველი, ის გაფანთავს იმ ეჭვებს, რომელიც ამ გუნდის შესახებ მუსირებს და მეორე გააჩენს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რაც თავისთავად საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდება. გადაწყვეტილება მოქალაქეების საკეთილდღეოდ არის და არა კომერციული მიზნებისთვის“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

 

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ Facebook-ი სენსიტიურ და პროვოკაციულ მასალებზე წვდომას შეამცირებს და ამ მიმართულებით აქტიურ ბრძოლას იწყებს.

 

დღესვე პრინცმა უილიამმა სოციალურ ქსელები ყალბ ამბებთან, პირადი ინფორმაცის დაცულობასთან და კიბერშეტევებთან ბრძოლის კუთხით პროაქტიულობაში დაადანაშაულა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner