logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: მათი მთავარი სცენარია ამ ხელისუფლების ჩამოშლა!
- +

17 ნოემბერი. 2018. 03:21

 

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ვერ გახდება პრეზიდენტი, მათი მთავარი სცენარია ამ ხელისუფლების ჩამოშლა ნებისმიერ ფასად. ეს კინო ბევრჯერ მაქვს ნანახი მათი შესრულებით. ჯერ მოაწყვეს ვითომ სატანკო ბატალიონის გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ და კობა კობალაძე დაიჭირეს არაფრის გამო. არაფრის გამო დააკავეს სულით და ხორცით პატრიოტი ხალხი, სისხლი დაღვარეს, ასე დაღვრიან სხვა პატრიოტების სისხლსაც, თავად ცრემლსაც დაღვრიან, მერე სადღაც გაიქცევიან და იქნებიან ხელისუფლებაში. შეიძლება ვიღაცას პური და კვერცხი არ ჰქონდეს, მაგრამ ამის გამო რომე ეს არ გვაქვს და დანარჩენ საზოგადოებას აწამებდნენ, იჭერდნენ და სისხლში ისვრებოდეს ქვეყანა, ეს ერთმანეთის ტოლფასი არ არის. დიდი ყურადღებით მოეკიდეთ ვის აძლევთ ხმას” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner