logo_geo
eng_logo
ნინო აღლემაშვილი: იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მე და ადვოკატი სხვადასხვა პროცესში ვიღებდით მონაწილეობას
- +

17 მაისი. 2016. 15:13



პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა მაესტროს ფაქტორში" .. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

 

პროკურორის განცხადებით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტი" ბრალდებულების მხრიდან, როგორც გამარჯვებული კომპანია თავიდანვე იყო შერჩეული და ამის საფუძველს იძლევა რეალურად ის მტკიცებულება, რომელიც არის საქმეში.



.. კაბელების სასამართლოზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მე და ადვოკატი სულ სხვადასხვა პროცესში ვიღებდით მონაწილეობას. პირველ რიგში, მინდა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლედ გაგაცნოთ ინფორმაცია. რეალობა არის ის, რომ 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც დღეს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით არიან დამნაშავეებად ცნობილი სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვაში, გამოაცხადეს სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად ფორმალური ხასიათი, რეალურად, ეს ადამიანები არ იყვნენ დაინტერესებული სამუშაოების რეალური შემსრულებლის მოძიებით და ამას ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება ცხადყოფს საქმეში. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სააქციო საზოგადოება სილქნეტი" ბრალდებულების მხრიდან, როგორც გამარჯვებული კომპანია თავიდანვე იყო შერჩეული და ამის საფუძველს იძლევა რეალურად ის მტკიცებულება, რომელიც არის საქმეში, პირველ რიგში, სილქნეტი" იყო ყველა სხვა კომპანიასთან მიმართებით ინფორმირებული ორი თვით ადრე სამინისტროს სამომავლო გეგმის შესახებ მაშინ, როცა კომპანიებს მიეცათ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 9 კალენდარული დღე. ამის მადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს საქმეში და ეს მტკიცებულებები არის სილქნეტსა" და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შორის არსებული მიმოწერის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და სასამართლო პროცესზე წარვადგინეთ. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესზე ობიექტური მტკიცებულებების, კერძოდ, დოკუმენტალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემიძლია მარტივად გითხრათ, რომ გამოვლინდა ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტრომ თავიდან მოითხოვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შესყიდვაზე წინადადებების წარდგენა კომპანიების მხრიდან, მაგრამ რა შეიძინა საბოლოო ჯამში სამინისტრომ? სამინისტრომ საბოლოო ჯამში შეიძინა არა ოპტიკურბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი, მთლიანი ინფრასტრუქტურა, რომლის თაობაზეც იყვნენ ინფორმირებული კომპანიები, არამედ შეიძინა მაგისტრალში არსებულ მილში, მილში არსებულ კაბელში 72 წვერიდან 24 წვერი. რეალურად სილქნეტის" წინადადება, დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტია, რომ საერთოდ არ შეესაბამებოდა საქართველოს თავდაცვი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოთხოვნებს", - განაცხადა პროკურორმა „მაესტროს ფაქტორში". 


ცნობისთვის, სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეში ხუთ ბრალდებულს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner