logo_geo
eng_logo
შსს-ში დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია ჩატარდა
- +

17 ნოემბერი. 2018. 10:20

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა.

 

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. მან დამსწრე პირებს სამინისტროში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრებს სამინისტროს იმ საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

 

 

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის  შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა. 

 

 

კონფერენციას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

 

 

 

  

right_banner right_banner
არქივი
right_banner