logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ბევრი მიმართულებით შეგვიძლია, სასარგებლო ვიყოთ ერთმანეთისთვის
- +

17 ნოემბერი. 2018. 12:03

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორებსა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

 

მაია ცქიტიშვილმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს საქმიანობისთვის საჭირო პროფესიებისა და თეორიული ცოდნის საველე სტაჟირებით გამყარების შესაძლებლობის შესახებ.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებით დაინტერესდნენ. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა ბევრი მიმართულებითაა შესაძლებელი, სადაც დღეს კვალიფიკაციური კადრების დეფიციტია. გამოითქვა კონკრეტული ინიციატივებიც.

 

„სამშენებლო სექტორში ბევრი მიმართულებით გვაქვს კონკრეტული საჭიროებები კადრებთან დაკავშირებით. ტექნიკური უნივერსიტეტი არის ასეთი კადრების ძირითადი სამჭედლო და მომწოდებელი. ჩვენი ამოცანაა, პროფესორ მასწავლებლებთან ერთად, ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მივიღოთ ისეთი პროფესიონალები, რომლებიც ნებისმიერ პროფესიაში ყველაზე საპასუხისმგებლო რგოლსაც წარმატებით გაუძღვებიან. ვფიქრობ, კარგად გავიგეთ ერთმანეთის საჭიროებები და შევთანხმდით, რომ ბევრი მიმართულებით შეგვიძლია, სასარგებლო ვიყოთ ერთმანეთისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მადლობა გადაუხადა მაია ცქიტიშვილს იმ პროექტისთვის, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ხიდსაცდელი ცენტრის მხარდაჭერის პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 6.5 მილიონი ლარია.

 

„ამ ეტაპზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში არსებული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დამატებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი აქვს გამოცხადებული ხიდებისა და გვირაბების მდგომარეობის დასადგენად საჭირო თანამედროვე მოწყობილობის, აპარატურისა და ინვენტარის, მათ შორის რეგიონში პირველი ავტომობილის შეძენაზე, რომელშიც დამონტაჟებულია ყველა საჭირო აღჭურვილობა. პროექტი, ასევე ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების გადამზადებას, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner