„ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავის უარყოფით დამოკიდებულებას NATO-სა და ევროპული ღირებულებებზე, ეს მთლიანად გადადის ხოლმე გუნდზე. თუ შენ პატივს სცემ შენს გუნდს, ან უნდა გაემიჯნო, როგორც მეჭიაური აკეთებს ამას, ან უნდა გაიზიარო ის ღირებულებები, საითაც მიისწრაფვის „ქართული ოცნება",- ამ სიტყვებით შეაფასა პარტია „ქართული ოცნებიდან" თამაზ მეჭიაურის სავარაუდო წასვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ჭკუასელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დასავლურ კურსს უჭერს მხარს.
„ვეთანხმები მეჭიაურს, თუ თვლის, რომ იმ გუნდის ვექტორი მას არ მოწონს და არ ეთანხმება, უნდა დატოვოს ეს გუნდი. დასავლეთისკენ მიისწრაფვის „ოცნება" იმიტომ, რომ ქართველმა ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ კურსს", - განაცხადა ჭკუასელმა.