logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

17 ნოემბერი. 2018. 14:08

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება.

 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. ა.გ. მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - „გულის“ სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის I და 223-ე პრიმა მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner