საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში ევროკავშირის ჩემპიონატზე იმყოფება. სამმა ქართველმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტურნირის ნახევარფინალში გადავიდა.
სახილ ალახვერდოვის (49 კგ.), ნოდარ დარბაიძის (52 კგ.) და არტიუშ გომციანის (56 კგ.) ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს გაიმართება.