logo_geo
eng_logo
ნინო აღლემაშვილი: ყველა ქმედება მიმართული იყო „სილქნეტის“ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებისკენ
- +

17 მაისი. 2016. 15:32



ე.წ. კაბელების საქმის პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ყველა ქმედება მიმართული იყო „სილქნეტის" უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. 


რეალობა არის ის, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულების ყველა ქმედება, მათი ყველა ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის ამსახველი დოკუმენტებიც საქმეში არსებობს, მიმართული იყო სააქციო საზოგადოება სილქნეტის" უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. სააქციო საზოგადოებასილქნეტმა" მიიღო სარგებელი", - განაცხადა პროკურორმა „მაესტროს ფაქტორში".



ჟურნალისტის კითხვაზე, „სილქნეტის" სარგებლის მიღებით მსჯავრდებულებმა რა სარგებელი მიიღეს? აღლემაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ ურთიერთობა „სილქნეტის" თანამშრომლებთან და ეს ურთიერთობა გახდა შემდგომში უკვე საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებს ესწრაფვათ ამ დანაშაულის ასეთი სახით ჩადენისკენ.



ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში და მათ შორის ბოლო პერიოდშიც ხშირად ისმე სხვადასხვა გადაცემებში, მე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით განვმარტო ის ფაქტი, რომ ერთია მოტივი, ანუ რატომაც ჩადის დამნაშავე დანაშაულს და მეორეა მიზანი, რისკენაც დამნაშავე მიისწარფვის. მოცემულ შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტია და მათ შორისსილქნეტის" თანამშრომლების ჩვენებებიც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ბრალდებულების ყველა ქმედება მიემართებოდა სილქნეის" თანამშრომლების მიერ სარგებლის მიღებისკენ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას - რატომ გააკეთეს ეს ბრალდებულებმა, რა იყო მათი მამოძრავებელი მოტივი - საქმეში არის ოფიციალურად დოკუმენტები ამოღებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სააქციო საზოგადოებასილქნეტის" თანამშრომლებს შორის არსებული კავშირის შესახებ, რომელიც სხვათაშორის არ დაწყებულა სახელმწიფო შესყიდვის პროცესში. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ეს იყო კავშირი ძალიან სისტემატური, მეილებზე მიმოწერა ამ ადამიანებს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შემდგომში არსებულ სუბიექტებს შორის და ბუნებრივია, ყველა ეს დოკუმენტი მოსამართლისთვის გახდა საკმარისი საფუძველი, რომ მას დაენახა, რატომ მოიქცნენ სე ბრალდებულები, რატომ მიანიჭეს სილქნეტს" უპირატესობა და რატომ მიიღეს მათი ის წინადადება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს, რატომ ჰქონდასილქნეტს" თავდაპირველად მიღებული ინფორმაცია იმ დროს, როცა სხვა კომპანიები ინფორმაციას არ ფლობდნენ, მოსამართლისთვის ყველა ამ კითხვაზე პასუხი გახდა ნათელი. რეალურად ბრალდებულებს ქონდათ ურთიერთობასილქნეტის" თანამშრომლებთან და ეს ურთიერთობა გახდა შემდგომში უკვე საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებს ესწრაფვა ამ დანაშაულის ასეთი სახით ჩადენისკენ", - განაცხადა პროკურორმა „მაესტროს ფაქტორში".



მისი თქმით, დარღვევა ამ საქმეში ვერ იქნება გამოვლენილი, რადგან ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მომდევნო ინსტანციების გადაწყვეტილებებს, პროკურორი აცხადებს, რომ ეს იქნება ანალოგიური.



იმ ფონზე, როდესაც არსებობს ასეთი სახის მტკიცებულებები და მე  პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სახელმწიფო  ბრალდებლებს ერთგვარი კომფორტი გვქონდა იმ მხრივ, რომ საქმეში სამტკიცებელი იყო ძალიან მარტივი, გვქონდა დოკუმენტები, რომლებიც სასამართლოს წარვუდგინეთ და ამ ფონზე მოსამართლეს ქონდა სრულყოფილი ინფორმაცია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამ ფონზე ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, რადგან ამ პოზიციას სხვა ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება დარღვევებს დარღვევებთან მიმართებით პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის საქალაქო  სასამართლოს და არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს, არამედ სააპელაციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებით იყო კონტროლი დაწესებული და წარმოებული და ამ კონტროლის საფუძველზე ყველა მოსამართლის დასკვნა იყო ერთი, რომ კანონის მოთხოვნები, ბრალდებულების უფლებები, სხვა პროცესუალური ნორმები მოცემული საქმის განხილვის პროცესში და პირობებში არ დარღვეულა. ამ ფონზე ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი იმისა, რომ დარღვევა ამ საქმეში ვერ იქნება გამოვლენილი იმიტომ, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მომდევნო ინსტანციების გადაწყვეტილებებს, ეს იქნება ანალოგიური", - განაცხადა პროკურორმა.



ნინო აღლემაშვილი პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა პოლიტიკური ძალების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ  „საქმეში არსებობს კითხვის ნიშნები და არის დარღვევები, რომელზეც ვნახოთ სხვა ინსტანციებში რა პასუხები იქნება გაცემული".


ერთი მინდა აღნიშნო ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია ეს განცხადებები, რომლებიც მედია საშუალებებით გავრცელდა, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ამ შემთხვევაში იქნება უბრალოდ ის შეფასებები, რომლებსაც აკეთებენ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების მცოდნე ადამიანები, რადგან ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი და იმ ფონზე, როდესაც არ ფლობ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების  შესახებ,  რთულია, განცხადებები გააკეთო დამაჯერებელი. ადვოკატი კანონის მიხედვით არის ვალდებული, იყოს სუბიექტური, მას აქვს ვალდებულება, დაიცვას დასაცავი პირის კანონიერი ინტერესი, არ აქვს მნიშვნელობა, ადვოკატი რეალურად ეთანხმება თუ არა დასაცავი პირის პოზიციას, ის არის ვალდებული, ყველა შემთხვევაში გაიზიაროს დასაცავი პირის პოზიცია და აკეთოს განცხადებები ამის შესაბამისად. ამიტომ ადვოკატი არის ნამდვილად სუბიექტური ამ საქმეში. მე მესმის ადვოკატების რიგ შემთხვევებში ისტერიული განცხადებები, რიგ შემთხვევაში უსაფუძვლო და უარგუმენტო განცხადებები, რადგან მათ უბრალოდ კანონი სხვა პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს. ისინი არიან ვალდებულები, იმ პირობაში როდესაც ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, ეს პოზიცია დაიკაონ და ამისი შესაბამისი განცხადება გააკეთონ, ამიტომ ასეთი სუბიექტურად განწყობილი პირების განცხადებები ჩემთვის პირადად გასაგებია, თუმცა მეორეა, რა არის რეალობა და რა არის ის, რაც საქმეში არსებობს", - განაცხადა პროკურორმა.


შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეში ხუთ ბრალდებულს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner