logo_geo
eng_logo
ვახტანგ კობაიძე: მადლობა სერგო ედიშერაშვილს, რომ დღემდე განაგრძობს შემოქმედებით ცხოვრებას!
- +

17 მაისი. 2016. 15:35

 

 


13 მაისს საქართველოში პირველად, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, ქოლგა თბილისი ფოტო 2016" -ის ფარგლებში სერგო ედიშერაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1980-90-იანი წლების ამსახველი ფოტომასალა.


„ჩვენ კოლეგები ვართ. მე ჟურნალისტი გახლავართ, სერგო -ფოტორეპორტიორი. დაწყებული თბილისიდან, დამთავრებული აფხაზეთით, მე და სერგო ერთად ვიყავით სულ.
დღევანდელი გამოფენა სერგოს ფოტოხელოვნების მეასედია. მისი ფოტოგრაფია საქართველოს უახლესი ისტორიაა. მას გამოცემული აქვს 12 ალბომი.
სერგო ედიშერაშვილი ისტორიას ასახავს ფოტოებში და უტოვებს მომავალ თაობებს.
მადლობა მას არსებობისთვის და იმისათვის, რომ დღემდე განაგრძობს შემოქმედებით ცხოვრებას", -
განაცხადა ჟურნალისტმა ვახტანგ კობაიძემ.




სერგო ედიშერაშვილს გამოცემული აქვს 12 ფოტოალბომი.
იგი მუშაობდა მსოფლიოს მრავალ გამოცემასთან.
საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულა მისი ნამუშევრების არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა.

სერგო ედიშერაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის არის დასახელებული.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner