logo_geo
eng_logo
ანდრია გველესიანი: პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ვაჯობო!
- +

17 მაისი. 2016. 15:40

 


მსახიობი ანდრია გველესიანი სალომე ჭაჭუასთან ერთად ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები".
სპორტისა და სიმღერის შემდეგ მსახიობმა მოცეკვავის როლიც საკმაოდ წარმატებით მოირგო:

მე და ცეკვა აქამდე არ წარმომედგინა. ენერგიული ვიყავი, ტანვარჯიშზეც დავდიოდი ბავშვობაში, მაგრამ ცეკვის გაკვეთილებს თეატრალურშიც სულ ვაცდენდი. ამიტომ ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ პროექტში მონაწილეობას დავთანხმდებოდი.
მიმართლებს. ჯერ დავთანხმდი პროექტში მონაწილეობას და ერთ კვირაში გავიგე, რომ სალომე იქნებოდა ჩემი პარტნიორი. ძალიან მიხარია, სალომე რომ არის ჩემი მეწყვილე. ყველას უნდა სალომესთან ცეკვა. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი პოტენციალი გვაქვს.
ჯერჯერობით არაფერი ჩამიწყვია ცხოვრებაში. იმედი მაქვს, არც დამჭირდება.
„ვენური ვალსი" და „ჩაჩა" ჩემი ფავორიტებია. ამის შემდეგ იყო პატარა ჩავარდნა. კონკურსი ცხოვრებას ჰგავს, ხან ადიხარ, ხან ჩამოდიხარ. ჩამოსვლაც საჭიროა, თუნდაც სტიმულისთვის, რომ უკეთ დაიხარჯო, გამოცოცხლდე. სულ ზენიტში ვერ იქნები. სალომეც და გიგი გაჩეჩილაძეც მეუბნებიან, რომ ჩემში არის ცეკვის ნიჭი, როგორც ბატონი კახი კავსაძე იტყოდა, ჭანჭიკის გადატრიალება მჭირდება და  ყველაფერი კარგად მიდის. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინა ტური იყო ძალიან მაგარი, „პასადობლე" ვიცეკვეთ და სამი ათიანი ავიღეთ. ახლა გვაქვს ძალიან მაგარი ნომერი. ვგრძნობ ჩემს თავში ძალას, ის ჭანჭიკიც მგონი უკვე ტრიალებს და ვფიქრობ, ახლა საუკეთესო პერიოდია, ბოლომდე მივყვე და ფინალამდე მივიდე.
არავის ვეჯიბრები,  პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვაჯობო", -
ამბობს ანდრია გველესიანი.



წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner