logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო!
- +

17 მაისი. 2016. 15:43



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა, რომ ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება ღვთისმშობელს.



დიდება ღმერთს. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დიდება უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს განსაკუთრებული დღეა. შემობრძანდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ხატით ხელში. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ღვაწლს. დღეს არის ასევე ოჯახის სიმტკიცის დღე. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს.

ყოვლადმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ამფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ", - განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა.



ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ხატს უწმინდესი სამების ტაძრის შესასვლელთან შეხვდა. სასულიერო პირებმა ხატი ტაძარში შეაბრძანეს და მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე, შუა ტაძარში დააბრძანეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner