„პაატა ბურჭულაძე არის არა მსოფლიოს ბანი, არამედ სააკაშვილი დამბანი", - ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი აცხადებს, რომელიც პოლიტიკაში წასულ საოპერო მომღერალს „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში ამხელს. ამაშუკელის თქმით, როცა ბურჭულაძე „რუსთავი 2"-ის გვერდით დგას, ნიშნავს იმას, რომ იგი იზიარებს „ქვეყნის წამრყვნელ და გამათახსირებელ იდეოლოგიას".
„ჩემთვის ასევე სრულიად გაუგებარია და ბურჭულაძეს ვეკითხები: როგორ შეიძლება, იდგე პატრიარქის გვერდით და ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიის რუპორის „რუსთავი 2"-ის გვერდით?!", - აცხადებს პოეტი.