logo_geo
eng_logo
მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მოინახულა
- +

17 ნოემბერი. 2018. 22:53

 

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მოინახულა.

 

გუბერნატორმა დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათ საკვები ჩაუტანა.

 

ჟინვალისა და მლეთის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოკოლონაა გაჩერებული, ნაგვის ურნები და ბიო ტუალეტები დამონტაჟდა. დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე 24 საათის განმავლობაში იმყოფება საპატრულო პოლიცია.

 

შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილ ჯვრის უღელტეხილზე გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner