logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ჩემს მეგობრებს მეტი თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი
- +

24 თებერვალი. 2016. 18:21


 

„ეს ყველაფერი აუცილეობლობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და არა მხოლოდ სურვილის მიხედვით", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ელისო ჩაფიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც იგი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, იგი თავის გუნდის წევრებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

 

„ქალბატონ ელისოს პრობლემები აქვს ტყიბულში, მეშახტეებთან დაკავშირებით. მაგრამ, თუ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს, ესეც მისი სურვილია. მაგრამ, ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი აუცილეობლობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და არა მხოლოდ სურვილის მიხედვით. ვფიქრობ, რომ ასეთ საუბრებს ჩვენი ამომრჩეველი ვერ აიტანს. მეტი თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი ჩემს მეგობრებს", - განაცხადა ქანთარიამ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner