logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: დაამტკიცონ, რომ ღირდა 6 მილიონზე მეტი
- +

17 მაისი. 2016. 16:09



„პროკურატურა ამბობს რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ 4 მილიონია გაფლანგული, სასამართლო დაეთანხმა. გვიმტკიცებენ, რომ ეს არის ტყუილი.  დაგვისაბუთონ, რომ ეს პროექტი ღირდა არა 2 მილიონი, არამედ 6 მილიონი. პროკურატურის მხრიდან რაც არსებობს დოკუმენტები, ასაბუთებს, რომ  რეალურად პროექტი  ღირდა 2 მილიონი", - განაცხადა „კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.  ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ კადრები, რომლებიც სასამართლო დარბაზიდან გუშინ გავრცელდა, გათვლილია ემოციაზე, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები.



„ძალიან მძიმეა ასეთი კადრების ყურება. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც განიცდიან თავიანთი ოჯახის წევრების ასეთ მდგომარეობას. ხდება არა ფაქტებზე საუბარი, არამედ კეთდება ძალიან ემოციური პოლიტიკური განცხადებები. ბუნებრივია, მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ უნდათ, გადაიტანონ ყურადღება სხვა საკითხებზე.  არა არსებულ საკითხებზე, არამედ ემოციურზე. ეს კადრები გათვლილია, რომ საზოგადოება დაძაბონ ემოციურად და შეკითხვები არ გაუჩნდეს", - განაცხადა ჟვანიამ.      




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner