logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას
- +

18 ნოემბერი. 2018. 17:03

 

„იმედი გვაქვს, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

 

„უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს - კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიენ მას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია რომ იყოს ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება, იგი ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიათა შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა", - აღნიშნა ილია მეორემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner