logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენისგან!
- +

17 მაისი. 2016. 16:45



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჟორჟოლიანმა  აღნიშნა, რომ სასამართლოს პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა აკონტროლებდნენ. ასევე ჟორჟოლიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, დეპუტატები მას დაძლევენ.   

 

„საიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთ სასამართლოს აკონტროლებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო სრულად გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენისაგან. სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს სამართლიანობისა და სამართლის პრინციპებით და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენით. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს დეპუტატებმა, იყო გაცნობიერებული და მყარი. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ვეტოს შემთხვევაში, რაიმე არგუმენტი ან ისეთი შენიშვნა იყოს წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ აზრს შეგვაცვლევინებს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner