logo_geo
eng_logo
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
- +

18 ნოემბერი. 2018. 20:25

ოთხი ადამიანი დაშავდა ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი მათგანიდან მძღოლის გამოსაყვანად მანქანის სპეციალური ხელსაწყოებით გაჭრა გახდა საჭირო.

 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა, წინასწარი ინფორმაციით, საშუალო სიმძიმისაა.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner