logo_geo
eng_logo
„საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე!“
- +

17 მაისი. 2016. 16:49



საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე.



ელჩის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს თაფლის ექსპორტის საკითხებზე ევროკავშირის ბაზარზე.



ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.



ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner