logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბანერები, არაა ჩვენი პარტიის მიერ გავრცელებული, თუმცა ვიზიარებ სულისკვეთებას!
- +

19 ნოემბერი. 2018. 01:41

 

ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უკვე მერამდენე ჟურნალისტი მიკავშირდება და მთხოვს კომენტარს თემაზე,- ვინ გააკრა ქალაქში ბანერები, წარწერით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ ( თუ არ ვცდები, ეს ლოზუნგია!)

მკაფიოდ ვამბობ: კონკრეტულად ეს ბანერები, სადაც გამოსახულია სააკაშვილის და სხვა დანარჩენების სახეები, არაა ჩვენი პარტიის მიერ გავრცელებული! თუმცა, პირდაპირ ვამბობ, რომ ვიზიარებ სულისკვეთებას.

 

ჩვენი მხარდამჭერები ავრცელებენ ბუკლეტებს 23 ნომებრისა ( ბათუმი) და 25 ნოემბრის (თბილისი, თავისუფლების მოედანი) აქციებთან დაკავშირებით, იგივე თემატიკას შეეხება ბანერები, რაც ხვალიდან გავრცელდება თბილისსა და ბათუმში! წარმოდგენისთვის ჟურნალისტებს აქვე ვთავაზობ ჩვენი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული ბუკლეტის ესკიზს.

 

ისე, რაც მეტი მოქალაქე, ორგანიზაცია იაქტიურებს და დააფიქსირებს პოზიციას: არა-ნაცებს! არა- წარსულში დაბრუნებას! ეს მხოლოდ მისასალმებელია. მე თუ მკითხავთ, ყველა სახლის სადარბაზოსთან ეს ლოზუნგი უნდა იყოს გაკრული.

 

P.S. როცა ჟურნალისტი სატელეფონო ინტერვიუს სთხოვს პარტიის ლიდერს, კარგი იქნება, გასაგებად აუხსნას, რა ტიპის ბანერზე ესაუბრება, თორემ ტელეფონში არ ჩანს ბანერი“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner