logo_geo
eng_logo
ბაღდადში აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 მაისი. 2016. 17:52



„BBC"-ის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მესამე აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სადრის რაიონში ბაზრის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ 15 ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.



ალ-შააბის რაიონსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ორმაგ ტერაქტს 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 90 კი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.



ალ-შააბის რაიონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner