logo_geo
eng_logo
პაატა აბულაძე: მეგონა 2012 წლის 1 ოქტომბერს დავამთავრე N5, თურმე არ დამიმთავრებია!..
- +

19 ნოემბერი. 2018. 02:57

„მე მეგონა 2012 წლის 1 ოქტომბერს დავამთავრე N5, თურმე არ დამიმთავრებია“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის და სხვა პრესტიჟული სამხედრო ჯილდოების კავალერმა პაატა აბულაძემ „საერთო გაზეთთან“ განაცხადა.

 

„ბოლოჯერ დავეხმარებით „ქართულ ოცნებას“, უფრო ზუსტად, საქართველოს ვუდგებით მხარში, მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 48-ს, იმის გამო, რომ დრო გვქონდეს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად. არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის არ უნდა გვქონდეს გასაკეთებელი, ხელისუფლებამაც ჭკუა უნდა ისწავლოს. მეორე ტურში არ მონაწილეობა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის არ მიცემა ნიშნავს, იმ სისტიკის უკან მობრუნებასთან ერთად, ფაქტობრივად არ მექნება მესამე ძალის ჩამოყალიბების დრო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პაატა აბულაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner