logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: იმედი მაქვს, ოდესმე დამთავრდება, თუ არა და ჩემს შვილიშვილებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას!
- +

19 ნოემბერი. 2018. 03:23

 

ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „საერთო გაზეთთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მძიმე რეჟიმზე ისაუბრა. ხოფერია საზოგადოების ნაწილთან ერთად ჩართულია აქცია „მე ვიცავ თავისუფლებაში!“

 

„ჩემთვის კარგი მაგალითია, ჩემმა შვილიშვილმა რომ დამირეკა, რომელიც 16 წლის ხდება, მეც მოვდივარ ამ შეკრებაზეო. ასე რომ, მესამე თაობასთან ერთად მიწევს სამართლიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე ყოფნა. იმედი მაქვს, ეს ოდესმე დამთავრდება, თუ არა და ჩემს შვილიშვილებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ჩვენ ადამიანებს ვერ შევცვლით, არსებობენ ბოროტი, სულმოკლე თუ სულგრძელი ადამიანები, ე.ი. იყვნენ სულმოკლე ადამიანები, რომლებისთვისაც სხვისი ტკივილი არაფერს ნიშნავს, ან ავიწყდებათ. ღმერთმა ამ სიმართლით აცხოვროს, მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ხოფერიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner