logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე: როგორ ამოვიცნო, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩამოაცვა ნიღბები ამ მარბიელ-მკვლელებს?!
- +

19 ნოემბერი. 2018. 03:27

 

„ამ შეკრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ყელში ამოვიდა კოჰაბიტაცია“ , - ამ სიტყვებით ომის ვეტერანი დავით ახრახაძე აქციებს „მე ვიცავ თავისუფლებას!“ „საერთო გაზეთთან“ გამოეხმაურა.

 

„ეს უბრალოდ არჩევნები არ არის, დიდი პოლიტიკის ნაწილია. საიდან არ შემოგვიარა სააკაშვილმა, ყველანაირად ცდილობს შემოძვრომას. წარმოუდგენელია ეს 600.000 ადამიანი არ ენდობოდეს დიპლომატს, რომელსაც საფრანგეთი ენდობოდა და მხარს უჭერდეს „კაგებეს“ გამოზრდილ კადრს. სალომე ზურაბიშვილს რომ მოიხსენიებენ რუსეთის აგენტად, საფრანგეთი იმდენი წელი რუსეთის აგენტს ამუშავებდა საგარეო სამინისტროში, ეს ხომ სასაცილოა?! უკვე ძალიან დავიღალეთ, უნდა დამთავრდეს „ქართული ოცნების“ უუნარობა, მათ ყველანაირად დავუდგებით გვერდით, რომ დაასრულოს ეს განუკითხაობა. 7 ნოემბრის დარბევის დაზარალებული ვარ, ისეთი ადამიანი მოკლეს ცემაში, რომელსაც არცერთი ხელი არ ქონდა. მერე გვეუბნებიან, მკვლელი ამოიცანითო, როგორ ამოვიცნო, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩამოაცვა ნიღბები ამ მარბიელ-მკვლელებს?!“ - განაცხადა დავით ახრახაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner