logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, რატომ არ შეასრულა დანაპირები?!
- +

19 ნოემბერი. 2018. 03:37

11 წლის თავზე რომ იგივე საშიშროების წინაშე ვდგავართ, ასეთი რამ რომ მოხდებოდა, ადრე არაერთხელ გვისაუბრია ჟურნალისტებს. ეს საზიზღარი კოჰაბიტაცია, რომლის მწარე შედეგსაც ვიმკით, თურმე ქართველმა ხალხმა დაავალა ხელისუფლებას“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა გია გაბრიჭიძემ „საერთო გაზეთთან“ განაცხადა.

 

„რეალურად კი იმის ბრალია, რომ გარკვეული პოლიტკორექტულობა, „გავლენიანი“ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ რაღაც მონური შიში და მორჩილება გამოვიჩინეთ, ისინი რას იტყვიან, გაგვიჯავრდებიანო. ვერავინ გაგვიჯავრდება, ხომ ხედავთ რამდენი ხალხი გამოვიდა. ვინც ფიზიკურად ვერ მოვიდა, იმ განწყობაზეა, რომ ნაციონალური რეჟიმი უნდა მოშორდეს ქვეყანას. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია, გერმანიაში დღესაც აჩვენებენ საკონცენტრაციო ბანაკებზე ფილმებს და გმობენ ფაშიზმს, ჩვენ კი თურმე არ უნდა ვისაუბროთ ნაციონალების ცხრაწლიან სისხლიან რეჟიმზე. „პატრიოტთა ალიანსს“ შესანიშნავი რეზოლუცია აქვს, პარლამენტის მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა და მიღება საბოლოოდ დაამთავრებს ამ უბედურებას. გიორგი მარგველაშვილი გვპირდებოდა, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, რატომ არ შეასრულა დანაპირები, რაღაც ვერ ვამჩნევ დასრულებას. ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ვამჩნევ, მიხვდნენ თავიან შეცდომებს და მზად არიან რეალური ნაბიჯები გადადგან გამოსასწორებლად. ნაციონალები რომ ამბობენ შეცდომები დავუშვითო, ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. მე დღეს აქ პროტესტის გამოსახატად არ მოვსულვარ, ამ უამრავი ადამიანის ერთიანობის მხარდასაჭერად მოვედი, მათ შორის, იმ ხალხის, რომლებმაც დღეს მოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ იგივე აზრზეა. ხალხმა უნდა დაიჯეროს უმთავრესი, რომ თვითონ არის ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, მის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივი და ცხადია, რომ არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა იმ სასტიკი რეჟიმის დაბრუნება, ამიტომ ახლა ყველამ კეთილი ინებოს, მივიდეს არჩევნებზე და უარი უთხარი სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, რომ მერე ცნობილი ანეგდოტის პერსონაჟივით შვილიშვილების წინაშე არ გვქონდეს სათქმელი, ბაბუ, მე დამხვრიტესო“, - განაცხადა გაბრიჭიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner