logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: რაოდენ მძიმე მდგომარეობაში უნდა იყოს პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ გოცირიძე ხმებს მოიზიდავს
- +

17 მაისი. 2016. 17:53



„ნაციონალური მოძრაობა" მწვავედ განიცდის ადამიანურ და ინტელექტუალურ კრიზისს, ჩემი სიტყვების ნათელი მაგალითი გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის" სიის გუშინდელი პრეზენტაცია", -ამის შესახებ „რეპორტიორს" ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა.


„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერის თქმით, აღნიშნულ პრეზენტაციაზე მათ წარმოადგინეს ადამიანები, რომელთა გუნდში ყოფნის შემთხვევაში, არცერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას) არ აქვს შანსი, არჩევნებში წარმატებაზე იფიქროს.



„რეალურად გუშინდელი  ბრიფინგი გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის" დასასრულის დასაწყისის პრეზენტაცია.   ბატონმა ბაქრაძემ ბრძანა, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი სახეები, კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პროგრესზე იქნებიან  ორიენტირებულნი. მაპატიეთ, მაგრამ მე აღნიშნულ გამოსვლაში ვერც ახალი სახეები შევნიშნე და ვერც კომპეტენტური ადამიანები.

მათი გამოსვლით ირკვევა, რომ მათ საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება „ეკონომიკური პრობლემების გადაჭრ, ბიზნესის განვითარებ, კერძო საკუთრების დაცვ, სასამართლოსა და ყველა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის უპირობო გარანტიების შექმნა".  რბილად რომ ვთქვათ, აღნიშნული განცხადება ხალხის დაცინვა გახლავთ, რადგან ეს ის პოლიტიკური პარტია არის, რომლის მართველობის პერიოდში, სიტყვათა წყობა  „კერძო საკუთრება" არ არსებობდა. მათ დაანგრიეს ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მოახდინეს ბიზნესის ტერორი და მისი განადგურება. აღნიშნული პათეტიკური გამოსვლის და ცინიზმის ფონზე, 2016 წლის არჩევნებში მათი პოლიტიკური შანსები ბუნდოვნად მოჩანს. წარმოდგენაც კი მიჭირს, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში უნდა იყოს პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ გოცირიძეს შეუძლია ხმების მოზიდვა", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner