logo_geo
eng_logo
„დავალიანება გაუნულდებათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც აღებული აქვთ ერთზე მეტი სესხი და რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს“
- +

19 ნოემბერი. 2018. 14:06

 

 

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დავალიანება გაუნულდებათ გაფუჭებული კრედიტების სიაში მყოფ იმ ადამიანებსაც, რომელთაც აღებული აქვთ ერთზე მეტი სესხი და რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს.

 

მისი თქმით, გაირკვა, რომ იმ 600 000 ადამიანს, რომლებსაც დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ, საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული.

 

„გაირკვა, რომ ერთ ადამიანს საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დავალიანება გაუნულდება არის 600 000, ხოლო აღებული სესხების რაოდენობა მილიონზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა ორი სესხი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner