ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „facebook"-გვერდზე საპატრიარქოს შეღებვასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„საპატრიარქოს შეღებვას კი რაც შეეხება, ესაა მორწმუნეთა უფლებების ყველაზე დიდი შელახვა და პლუს თავხედობა... აი, რას ამტკიცებენ ამ გაფერადებით, რომ რა?.. მართლა ვერ ვხვდები, უფრო სწორად, ვხვდები და ძალიან წააგავს მიზანმიმართულ ქმედებას... ყველას უფლებებს და თავისუფლებას დავიცავ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც საპატრიარქოს შეღებვა? ეს არაა უმრავლესობის უფლებების შელახვა?" - წერს ინგა გრიგოლია.