logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: „ნაციონალები“ სხდომიდან გაიპარნენ, რადგან...
- +

17 მაისი. 2016. 18:45



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა იმ კითხვას გაცა პასუხი, რომელიც დეპუტატების მხრიდან იყო დასმული.



დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უნდა განვახორციელოთ თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროექტები, რომლებიც სარეკრეაციო ზონების ათვისებას და გზის მშენებლობას ეხება. ამით ქალაქი მხოლოდ მოგებას ნახავს. დღევანდელი შეხვედრით დავასრულე ის შოუ, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დგამდნენ. მათ მოთმინება არ ეყოთ და სხდომიდან გაიპარნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენგან მძიმე პასუხებს მიიღებდნენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner