logo_geo
eng_logo
ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

19 ნოემბერი. 2018. 16:03

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე  სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ. ხ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ. ხ. -მ  2018 წლის 23 ივნისს და 1 ივლისს  ქ. თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ. კ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, დ. ხ-მ, არასრულწლოვნის  თანდასწრებით, ვ. კ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ იგი ოდესმე გაბედავდა და პოლიციას მიმართავდა.

 

სამართალდამცველებმა დ. ხ. 2018 წლის 22 ივლისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 - ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია),  111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ. ხ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა  ერთობლიობით  4 წლით და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner