შეიცავს თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვას „შავ სიაში“ მყოფების დავალიანების განულება, პროკურატურა დაადგენს.
როგორც „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუცხადეს, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
„ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, პროკურატურა შეისწავლის საკითხს და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 600 000 პირს გაპრობლემებული დავალიანება გაუნულდება, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამომრჩევლის მოსყიდვად თვლის.