logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
- +

19 ნოემბერი. 2018. 18:18

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19,108-ე მუხლით.

 

„წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს,  ბ.გ. - მ  განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ჯ. ვ. - ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა.  დაჭრილი პირი დროული სამედიცინო დახმარების  შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

სამართალდამცველებმა ბ.გ. 2017 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში  დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner