logo_geo
eng_logo
სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- +

19 ნოემბერი. 2018. 19:51

 

 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა.

 

პროკურატურამ საქმეში მოწმეთა ჩვენებებისა და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების დართვა მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

პროკურორ არჩილ ბედუკაძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა  მტკიცებულება კანონის სრული დაცვით იყო  მოპოვებული.  შესაბამისად, მოსამართლემ  ნუსხის  სრულად დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა მოესწრო. დაცვის მხარის შუამდგომლობებს კი მოსამართლე მომდევნო პროცესზე, 22 ნოემბერს  განიხილავს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner