logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დღეს საერთოდ არ ყოფილა
- +

19 ნოემბერი. 2018. 21:34

 

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ „კვირის პალიტრას“ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელმძღვანელობდა თუ არა სპეცოპერაციას უშუალოდ სუს-ის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, ირაკლი ჩიმაკაძე პასუხობს:

 

„ეს ტყუილია. არათუ გოგაშვილი, მეც კი არ ვყოფილვარ იმ დღეს პანკისში. დაკავების სპეცოპერაციებს ­ სამსახურის პირველი პირები არ ესწრებიან. როგორ ფიქრობთ, ჩემი ხელმძღვანელები იქ რომ ყოფილიყვნენ, მე თბილისში ვიქნებოდი?“ - განაცხადა ჩიმაკაძემ.

 

 

 ავტორი: ნინო ბურჭულაძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner