ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დღეს საერთოდ არ ყოფილა
-
+
19 ნოემბერი. 2018. 21:34
პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ „კვირის პალიტრას“ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელმძღვანელობდა თუ არა სპეცოპერაციას უშუალოდ სუს-ის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, ირაკლი ჩიმაკაძე პასუხობს:
„ეს ტყუილია. არათუ გოგაშვილი, მეც კი არ ვყოფილვარ იმ დღეს პანკისში. დაკავების სპეცოპერაციებს სამსახურის პირველი პირები არ ესწრებიან. როგორ ფიქრობთ, ჩემი ხელმძღვანელები იქ რომ ყოფილიყვნენ, მე თბილისში ვიქნებოდი?“ - განაცხადა ჩიმაკაძემ.
ავტორი: ნინო ბურჭულაძე
წყარო :